ქალი კომიდან შვილთან შეხებამ გამოიყვანა (უცხოეთი)

ქალი კომიდან შვილთან შეხებამ გამოიყვანა (უცხოეთი)
View on original source
分类: Health
分享
归档
点赞
ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზაში ქალმა, რომელიც ექიმებს კომიდან ვერ გამოჰყავდათ, მაშინ გაიღვიძა, როდესაც მას თავისი ახალშობილი შვილი მიუყვანეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 28 წლის ამანდა და სილვა საავადმყოფოში ორსულობის ბოლო კვირებში ეპილეფსიური შეტევის გამო მოხვდა. ექიმები შიშობდნენ, რომ მორიგი შეტევისას შეიძლებოდა ქალიც და ბავშვიც დაღუპულიყვნენ, ამიტომაც საკეისრო ოპერაცია ჩაატარეს. გართულების თავიდან ასაცილებლად ქალი ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, რის შემდეგაც ის დამამაშვიდებელ საშუალებებს აღარ იღებდა. თუმცა ქალი გონს ვერ მოვიდა და ექიმების მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა. 23-ე დღეს მედდის შეთავაზებით ქალს მისი შვილი მიუყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ამანდა უგონოდ იყო, შვილთან შეხების შემდეგ მისი გულისცემა გახშირდა, თვალებიდან კი ცრემლები წამოუვიდა. ამის შემდეგ ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მე-20 დღეს კი ის საავადმყოფოდან გაწერეს.

(0)评论

 

关于 Cookie 的说明

Newshunt 使用必要的 Cookie 来保持您的登录状态,并记住您的语言和国家设置,以确保网站按预期运行。在您的许可下,我们还希望使用分析类 Cookie,以了解用户如何使用 Newshunt 并不断加以改进。

同意仅影响数据分析功能,欲了解更多信息,请查看我们的 隐私政策 or 条款与条件.