მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
View on original source
Category: Politics
Share
Archive
Like
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოგ ჯუნ სონგს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობას კავშირების გასაძლიერებლად. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.