'წყარო უნაყოფობას კურნავს...' - სასწაულმოქმედი ადგილი მცხეთაში, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

'წყარო უნაყოფობას კურნავს...' - სასწაულმოქმედი ადგილი მცხეთაში, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
View on original source
Category: Entertainment
Share
Archive
Like
მცხეთაში, ჯვრის მონასტერში, ალბათ, ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მონასტერთან ახლოს, ტყეში ჩაფლული, წმინდა ნინოს სახელობის 'ძუძუს წყაროს' საყდარი მდებარეობს. ტაძრამდე მისასვლელი გზა ვიწრო და რთულია. ჯვრიდან დაახლოებით 150 მეტრში მდებარე მცირე ტაძრამდე ციცაბო ბილიკი ჩადის. სწორედ ამიტომ, ტაძრის დანახვა მცხეთიდან შეუძლებელია. როგორც ტაძრის წინამძღვარი, მამა ზაბულონი, ამბობს, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინო ამ ადგილას ექვსი დღის განმავლობაში ლოცულობდა. მისი ლოცვის შემდეგ აქ პატარა წყარო აღმოცენდა, რომელსაც მორწმუნეები წმინდა ნინოს ცრემლებს უკავშირებენ. მამა ზაბულონის თქმით, ტაძარს განსაკუთრებით ხშირად სტუმრობენ შვილოსნობის იმედით მისული წყვილები. ტაძრის კედელზე იმ ადამიანების სახელები და გვარებიც არის გამოფენილი, რომლებიც, წყაროსთან დაკავშირებული ლოცვის შემდეგ მშობლები გახდნენ. მათ შორის არიან წყვილები, რომლებიც შვილს წლების განმავლობაში ელოდნენ.

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.