თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა
View on original source
Category: Politics
Share
Archive
Like
თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტების წევრია. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლს, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და პერსპექტივებს, განსაკუთრებით 'შუა დერეფნის' განვითარების კონტექსტში. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 'პრეზიდენტ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის' (TRIPP) ინიციატივაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას და მზაობას, მხარში დაუდგეს პარტნიორებს აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში. გამართული შეხვედრის დასასრულს, ელჩმა კონგრესმენი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.