ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა ( COELA ) უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების უწყვეტი ბლოკირების გამო ისევ ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს .
ევროპელმა დიპლომატებმა ვერ შეძლეს უნგრეთის დარწმუნება, დათანხმებოდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას.
'წევრ სახელმწიფოებს პოზიციები არ შეუცვლიათ, უნგრეთი არ თანხმდება უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნისკენ შემდგომ წინსვლას', - განაცხადა გამოცემას ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
ასევე დაბლოკილია კლასტერების გახსნა მოლდოვისთვისაც, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ 2026 წლის ივლისში აცხადებდა, რომ მზად იყო დაემტკიცებინა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერის სკრინინგის შედეგები, მაგრამ სხვა სახელმწიფოები ჯერჯერობით არ დათანხმდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მოლდოვისა და უკრაინის განცალკევებას.
უნგრეთს უკრაინისთვის ახალი კლასტერების გახსნის მიზნით თავისი მოთხოვნები ჯერ კიდევ არ უცნობებია.
1-ელ სექტემბერს უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე - იგი უკრაინისგან უნგრულ უმცირესობასთან დაკავშირებით გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.
(0)Comments