+34 გრადუსი სექტემბერში - სინოპტიკოსის გრძელვადიანი პროგნოზი მოსალოდნელ ამინდზე

+34 გრადუსი სექტემბერში - სინოპტიკოსის გრძელვადიანი პროგნოზი მოსალოდნელ ამინდზე
View on original source
Category: Tourism
Share
Archive
Like
როგორი ამინდი იქნება საქართველოში სექტემბრის თვეში - ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე 'პრაიმტაიმთან' საუბრობს. 'სექტემბრის პირველი ნახევარი წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. მეორე ნახევრიდან პირიქით, ნაკლები ნალექი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ზოგადად, სექტემბრის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერი +28, +29 გრადუსამდე გათბება, კოლხეთის დაბლობზე კი შესაძლოა +37, +38 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში ტემპერატურა +33, +34 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან ზონაში კი +28 გრადუსამდე იქნება. ქართლსა და კახეთში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა +37, +38 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა +30 გრადუსამდე იქნება. სექტემბერში ნალექების რაოდენობა, სავარაუდოდ, საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სექტემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს მიაღწიოს', - ამბობს სინოპტიკოსი.

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.