ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
View on original source
Category: Politics
Share
Archive
Like
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი სამმხრივი რაუნდის გამართვის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას სურს, სექტემბერი და ოქტომბერი დიპლომატიური პროცესის განახლებისთვის გამოიყენოს. ზელენსკიმ შესაძლო შეხვედრების ერთ-ერთ ადგილად ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეა დაასახელა, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება. 'ჩვენ გვაქვს სექტემბერი და ოქტომბერი, რათა დიალოგის ნებისმიერი გზა ვიპოვოთ. დიალოგის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს გზის პოვნას, რათა მოლაპარაკებების პროცესი ცივი ზამთრის დადგომამდე რეალურად დაიწყოს', – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიური პროცესის განმავლობაში უკრაინამ სამხედრო სიძლიერე უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, მიუხედავად საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობისა და რუსეთის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით განუწყვეტელი იერიშებისა, უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე ახლა უკეთესია, ვიდრე ადრე. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა. მისი თქმით, სანქციები მოლაპარაკებებში გავლენის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. 'პუტინს ფული სჭირდება. პუტინს ფული სურს იმისთვის, რომ ომი გააგრძელოს', - განაცხადა ზელენსკიმ. ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.