ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე

ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე
View on original source
Category: Business
Share
Archive
Like
PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა. მანვე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 'ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ტოკიოში, იაპონიის პარლამენტში შევხვდით საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ აისავას. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე. იაპონია არის ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ძალიან აქტიურად უჭერს მხარს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. მოგეხსენებათ, იაპონია მეოთხე ეკონომიკაა 4 ტრილიონი მთლიანი შიდა პროდუქტით. ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ-იაპონური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს', - განაცხადა მეზურნიშვილმა

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.