კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს
View on original source
Category: Politics
Share
Archive
Like
ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა იმედი გამოთქვა , რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს. 'მიხარია იმის დანახვა, რომ [აშშ-ის პრეზიდენტის] სპეციალური წარმომადგენელი პირველად ეწვია კიევსაც. უკრაინელებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ სამი დღის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაბომბილა. ეს იყო ამ ვიზიტის დადებითი შედეგი. რუსეთს ისინი უკვე რამდენჯერმე ეწვივნენ', - განაცხადა დიპლომატმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ადგილზე არსებული ვითარება იხილეს და შესაბამისი დასკვნა გამოიტანეს რუსეთის მიერ ომის დასრულების მზაობაზე. 'იმედი მაქვს, მათ მოისმინეს, თუ როგორია სიტუაცია ადგილზე და ამან დაანახა მათ: რუსეთი სინამდვილეში არ არის მზად მშვიდობისთვის. პირიქით, როდესაც ისინი ადგილზე ინიციატივას კარგავენ - მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია მშვიდობით. მათ არ გაუკეთებიათ არცერთი დათმობა, რომელზე წასვლაც შეეძლოთ', - ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.