იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა
View on original source
Category: Business
Share
Archive
Like
იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ იჩირო აისავამ ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრა შეაფასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. შეხვედრაზე, რომელიც ურთიერთნდობასა და პატივისცემას დაეფუძნა, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. მანვე ხაზი გაუსვა იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოში იაპონიის ყოფილი ელჩი ბატონი უეჰარა. 'დღეს შესაძლებლობა მქონდა, ვრცლად და საფუძვლიანად მესაუბრა ბატონ მეზურნიშვილთან, რომელიც იაპონიას უკვე მესამედ ეწვია. ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომლის საქმიანობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იაპონიის ყოფილი ელჩი საქართველოში, ბატონი უეჰარა. ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველო მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ მეშვიდე ადგილზეა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა. ძალიან კარგი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ამისთვის გულწრფელად მადლობელი ვარ', - განაცხადა იჩირო აისავამ.

(0)Comments

 

A note on cookies

Newshunt uses essential cookies to keep you signed in and to remember your language and country, so the site works the way you expect. With your permission, we'd also like to use analytics cookies to understand how people use Newshunt and improve it over time.

Accepting only affects analytics. To learn more, view our Privacy Policy or Terms & Conditions.